საქართველოს უმსხვილესი უცხოური ინვესტორი კომპანიები და ქვეყნები

საქართველოს უმსხვილესი უცხოური ინვესტორი კომპანიები და ქვეყნები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 346.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 14.3%-ით ნაკლებია 2016 წლის მეორე კვარტალის მონაცემებზე. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 751 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.5%-ით ნაკლებია.

წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომანიების ათეული შემდეგია:

IDC ბორჯომი საქართველო
ENKA İnsaat ve Sanayi-ის ფილიალი საქართველოში
სს ენერგო-პრო ჯორჯია
სს მესხეთი
BP ჯგუფი
შპს მაგთიკომი
Old City Development
LLC Sistem Insaat
შპს ტავ ურბან საქართველო
შპს ტოიოტა კავკასია

ორგანიზაციებს სტატისტიკის სამსახური რეიტინგის მიხედვით არ ალაგებს. ამასთან, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.

მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული შემდეგია:

აზერბაიჯანი – განხორციელებული ინვესტიცია – $126.9 მლნ, – მთლიანი მოცულობის 36.6%
ნიდერლანდები – განხორციელებული ინვესტიცია – $ 42.9 მლნ – მთლიანი მოცულობის – 12,4%
თურქეთი – განხორციელებული ინვესტიცია – $ 39.3მლნ – მთლიანი მოცულობის 11,3%
გაერთიანებული სამეფო – განხორციელებული ინვესტიცია $ 31.5მლნ
ჩეხეთი – განხორციელებული ინვესტიცია – $ 20.8 მლნ
პანამა – განხორციელებული ინვესტიცია – $ 17.0 მლნ
ლუქსემბურგი – განხორციელებული ინვესტიცია – $ 13.8 მლნ
აშშ – განხორციელებული ინვესტიცია – $ 13.5 მლნ
ჩინეთი – განხორციელებული ინვესტიცია – $ 10.5 მლნ
დანარჩენი ქვეყნები – $ 30.3 მლნ