F1-ის ყოფილი ხელმძღვანელი ბერნი ეკლსტოუნი თაღლითობის საქმეზე ბრალს აღიარებს

F1-ის ყოფილი ხელმძღვანელი ბერნი ეკლსტოუნი თაღლითობის საქმეზე ბრალს აღიარებს

Formula 1-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მილიარდერი ბერნი ეკლსტოუნი თაღლითობის საქმეზე წაყენებულ ბრალს აღიარებს. ეკლსტოუნს ბრიტანელი პროკურორები ასობით მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების საზღვარგარეთ გადამალვაში ადანაშაულებენ.

92 წლის ეკლსტოუნის ბრალდება სინგაპურის ტრასტში, მის საკუთრებაში არსებულ $650 მილიონს უკავშირდება, რომლის შესახებაც, 2015 წელს, მილიარდერმა ბრიტანეთის საგადასახადო ორგანოებს არ აცნობა. „თავს დამნაშავედ ვგრძნობ“, – განუცხადა ეკლსტოუნმა ლონდონის Southwark Crown-ის სასამართლოს მოსამართლეს.

სისხლის სამართლებრივი დევნის სამსახურმა F1-ის ყოფილ ხელმძღვანელს თაღლითობისთვის ბრალდება გასულ წელს, ბრიტანეთის საგადასახადო სააგენტო HMRC-ის მიერ ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შემდეგაც წარუდგინა. მილიარდერი, რომელიც მანამდე თავს უდანაშაულოდ აცხადებდა, სასამართლოს წინაშე ნოემბერში უნდა წარმდგარიყო.

პროკურორების განცხადებით, ეკლსტოუნმა, საგადასახადო ჩინოვნიკებისთვის, მხოლოდ ერთი ტრასტზე მინდობილობა გასცა მისი ქალიშვილის სახელზე. შედეგად, მას შეცდომაში შეჰყავდა ხელისუფლება, როდესაც დანარჩენ ტრასტებთან კავშირს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ იყო გარკვეული საკუთრების სტრუქტურების შესახებ და ექვემდებარებოდა თუ არა ისინი გადახდისუნარიანობას. პროკურორების მტკიცებით, ამ ინფორმაციის ცოდნის გარეშეც, ეკლსტოუნის პასუხი იყო „მცდარი და შეცდომაში შემყვანი“ და ხელისუფლებას მის საგადასახადო საქმეებზე ნებისმიერი ტიპის გამოძიების გაგრძელებას უზღუდავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, HMRC-ისთან მიღწეული შეთანხმებით, ეკლსტოუნს $803 მილიონის გადახდა მოუწევს. ანგარიშსწორება მოიცავს უკანასკნელი 18 წლის საგადასახადო საქმეებს, მათ შორის პროცენტებსა და სამოქალაქო ჯარიმებს. გარდა ამისა, 92 წლის მილიარდერს 17 თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა.

ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი F1-ის ყოფილი ხელმძღვანელის ქონებას $2.9 მილიარდად აფასებს.