2024 წლის ყველაზე პოპულარული ვებგვერდები

2024 წლის ყველაზე პოპულარული ვებგვერდები

ინტერნეტს რეგულარულად 5.4 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 67.1%-ს შეადგენს. Visual Capitalist-მა, SimilarWeb-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდები გამოავლინა.

მონაცემების მიხედვით, ყველაზე პოპულარული ვებგვერდი Google-ია. მასზე გლობალური ვებტრეფიკის 18.32% მოდის. Google-ში ყოველთვიურად 82 მილიარდი ვიზიტი ფიქსირდება, რაც უკონკურენტო მაჩვენებელია. მთლიანობაში Alphabet-ის მფლობელობაში არსებული ვებსერვისები ყოველდღიურად 8.5 მილიარდზე მეტ საძიებო მოთხოვნას ემსახურება.

Google-ის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მის წინააღმდეგ გამოძიებაც აღძრა, რათა გაარკვიოს, ხომ არ იყენებს უმსხვილესი ტექნოლოგიური პლატფორმა არასამართლიანი კონკურენციის მეთოდებსა და პრაქტიკებს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მეორე ყველაზე პოპულარული ვებგვერდიც სწორედ Alphabet-ის YouTube-ია. YouTube-ზე გლობალური ვებტრეფიკის 6.96% მოდის (31 მილიარდი თვიური ვიზიტი).

აღსანიშნავია, რომ 15 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს შორის 11 ამერიკული კომპანიის საიტია. 15-ეულში მხოლოდ ორი ჩინური კომპანიის, საძიებო სისტემა Baidu-სა (მე-6 პოზიცია) და პოპულარული სოცმედიაპლატფორმის, TikTok-ის (მე-14 პოზიცია) ვებგვერდები გვხვდება.

ყველაზე პოპულარული ვებგვერდების რეიტინგის მე-9 პოზიციას კი რუსული საძიებო სისტემა Yandex-ი იკავებს, ყოველთვიური 3 მილიარდი ვიზიტით.

დომენიწილი გლობალურ ვებტრეფიკშიყოველთვიური ვიზიტებიქვეყანა
Google.com18.32%82 მილიარდიაშშ
Youtube.com6.96%31 მილიარდიაშშ
Facebook.com3.41%15 მილიარდიაშშ
Instagram.com1.55%7 მილიარდიაშშ
X.com0.87%6 მილიარდიაშშ
Baidu.com0.98%4 მილიარდიჩინეთი
Wikipedia.org0.93%4 მილიარდიაშშ
Yahoo.com0.75%3 მილიარდიაშშ
Yandex.ru0.70%3 მილიარდირუსეთი
Whatsapp.com0.67%3 მილიარდიაშშ
Chatgpt.com0.62%3 მილიარდიაშშ
Reddit.com0.52%2 მილიარდიაშშ
Xvideos.com0.51%2 მილიარდიჩეხეთი
Tiktok.com0.51%2 მილიარდიჩინეთი
Amazon.com0.49%2 მილიარდიაშშ

(მონაცემები ნაჩვენებია 2024 წლის ივნისის მდგომარეობით).