გასულ თვეში ჩატარებული გამოკითხვების უმეტესობა აჩვენებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი უარყოფითია, თუმცა ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე მისი პირველი ვადის პერიოდში იყო. ტრამპის რეიტინგის ვარდნაზე ბოლო ორ თვეში გამწვავებული საკითხები მოქმედებს, როგორიცაა სავაჭრო ომები, სასამართლო დავები თუ მის მიერ ინაუგურაციიდან მცირე დროში ხელმოწერილი რიგი აღმასრულებელი ბრძანებები.
NBC News-ის მიერ 2025 წლის 7-11 მარტის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვით, ადმინისტრაციაში ტრამპის მუშაობით კმაყოფილი რესპონდენტთა 47% იყო, ხოლო ხელმძღვანელობას უარყოფითად 51% აფასებდა. საერთო ჯამში, NBC News-ის კვლევამ 1,000 რესპონდენტი გააერთიანა, გადაცდომის ზღვარი 3.1 იყო.
უფრო მეტი რეგისტრირებული რესპონდენტი (43%) მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი შტოს ძალაუფლება გადამეტებულია, იმავე აზრს უზენაეს სასამართლოსა და სასამართლო შტოზე გამოკითხულთა 28% აფიქსირებს. კვლევაში მონაწილე უმრავლესობას, 51%-ს, ნაწილობრივ ან ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ტრამპის მთავარ მრჩეველ ილონ მასკის მიმართ. შედეგების თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მიმართ მეტწილად პოზიტიურად მხოლოდ 39%-ია განწყობილი.
პირველად, ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტს Morning Consult-ის ყოველკვირეულ გამოკითხვაში უარყოფითი რეიტინგი ჰქონდა. კვლევამ, რომელიც 14-16 მარტს ჩატარდა (გადაცდომის ზღვარი – 2) 2,210 რეგისტრირებული რესპონდენტიდან 50% ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, 48% კი, ემხრობოდა.
Reuters/Ipsos-ის ბოლო ოთხ გამოკითხვაში ტრამპის მოწონების რეიტინგი 44%-ზე შენარჩუნდა. მათ შორის 11-12 მარტს, 1,422 ამერიკელს შორის ჩატარებული კვლევით (გადაცდომის ზღვარი – 3) გამოკითხულთა 52% ტრამპის მიერ შესრულებულ სამუშაოს უარყოფითად აფასებდა. საინტერესოა ისიც, რომ გამოკითხულთა 56%-მა, მათ შორის რესპუბლიკელების 27%-მა და დემოკრატების 89%-მა, რუსეთთან ტრამპის მჭიდრო კავშირსაც ხაზი გაუსვა. მიზეზად, ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკა და ომში მყოფი ქვეყნისთვის დახმარების შეწყვეტა დასახელდა.
კვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ 6-10 მარტს ჩატარებული გამოკითხვით (გადაცდომის ზღვარი – 2.8), 19 თებერვალთან შედარებით ტრამპის რეიტინგი ოდნავ შემცირებული იყო. კვლევაში მონაწილე 1,198 რესპონდენტიდან ტრამპის მუშაობა უარყოფითად 53%-მა შეაფასა, დადებითად – 42%-მა. ამომრჩეველთა უმრავლესობა (54%) ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა, 41% ეთანხმებოდა, ხოლო 5% პასუხისგან თავს იკავებდა.
Gallup-ის თანახმად, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობისას, მისი მოწონების საშუალო რეიტინგი 46%-ია. შედარებით მაღალი ვიდრე პირველი პრეზიდენტობისას იყო – 41%/
46%. ეს არის ტრამპის მოწონების საშუალო რეიტინგი ჯერჯერობით მისი მეორე ვადის განმავლობაში, რაც უფრო მაღალია, ვიდრე მისი 41% მოწონების საშუალო რეიტინგი მისი პირველი ვადის განმავლობაში, Gallup-ის თანახმად. შედარებისთვის, 2017 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ტრამპის მოწონების რეიტინგი 39% იყო. რაც შეეხება ბაიდენს, მისი მოწონების რეიტინგი 2021 წლის მარტის პირველი ორი კვირის მიხედვით 54%-ს უტოლდებოდა.