სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, $14.15 მილიარდს მიაღწია. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.3%-ით აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში შვიდი თვის ექსპორტი $3.84 შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 8.9%-იან ზრდას გულისხმობს. რაც შეეხება იმპორტს, ის $10.31 მილიარდს უტოლდება – ამ შემთხვევაში წლიურ ჭრილში 10.8%-იანი ზრდა აღინიშნა.
შესაბამისად, 2025 წლის იანვარ-ივლისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $6.46 მილიარდს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია.
უშუალოდ ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, $2.07 მილიარდს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი – $609.1 მილიონი, იმპორტი კი $1.46 მილიარდი იყო.
საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.