პუტინი აშშ-ს ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს

პუტინი აშშ-ს ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად დიდ ძალისხმევას დებს, ამიტომაც მოსკოვი ვაშინგტონს დამატებით ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმების დადებას სთავაზობს.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-სთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების პროგრესზე საკუთარი გუნდის წევრებს აცნობა. „მინდა გითხრათ, თუ რა ეტაპზე ვართ ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ ენერგეტიკულ და მნიშვნელოვან ძალისხმევას სდებს ომის შეჩერებაში, კრიზისის დასრულებასა და კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით შეთანხმების მიღწევაში“, – განაცხადა პუტინმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე.

პუტინის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან დისკუსიის მთავარი ამოცანა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებით ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობიანი პირობების შექმნაა. მისი განმარტებით, აღნიშნულ ამოცანას გრძელვადიანი მშვიდობის მოტანა მთელ მსოფლიოში შეეძლება, თუკი ქვეყნები სტრატეგიულ თავდასხმითი შეიარაღების კონტროლის მექანიზმებზე შეთანხმებას მიაღწევენ.

ცნობისთვის, რუსეთი და შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის არსენალს ყველაზე დიდი რაოდენობით ფლობენ. ამჟამად არსებული ბოლო შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს „ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაა“ (New START), რომელსაც ვადა 2026 წლის 5 თებერვალს გასდის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 23:30-ზე, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს აშშ-ში, ალასკაზე, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდებიან.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.