გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:
◾ ყდაზე | საერთაშორისო აღიარება ადგილობრივი წარმატებისათვის | ავტორი: ანინა ტეფნაძე
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Moore უკვე 17 წელია, საქართველოში წარმატების ისტორიას ქმნის. SARAS-ის მონაცემებით, Moore-ი 2024 წელს 63%-ით გაიზარდა და ამჟამად საქართველოში მოქმედ აუდიტორულ კომპანიებს შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო შემოსავლების წლიური 63%-იანი ზრდით მე-2 ადგილზეა საქართველოში.
ნომერში ასევე წაიკითხავთ:
რეიტინგი
◾ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კერძო სკოლები

საქართველოში 200-ზე მეტი კერძო სკოლაა, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას სახელმწიფო რეგულირების პირობებში ახორციელებენ. ასეთ სკოლებში კი დაახლოებით 70 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც ქვეყანაში მოსწავლეების რაოდენობის 11%-ია. არსებული სკოლების თითქმის 25%-ის აქტივების ღირებულება მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სკოლების დანარჩენი 75% მცირე ზომისაა.
გთავაზობთ 2023 წლის მანძილზე მიღებული ამონაგების მიხედვით ყველაზე შემოსავლიანი კერძო სკოლების ორმოცდაათეულს
◾ რაში იხარჯება თბილისის ბიუჯეტი?
2025 წელს ქალაქ თბილისის ბიუჯეტი 2.3 მილიარდი ლარია. ეს არის ის თანხა, რაც წელს თბილისის მთავრობამ უნდა დახარჯოს. 2024 წელთან შედარებით ბიუჯეტი 9.3%-ით, 194 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბოლო 10 წელიწადში თბილისის ბიუჯეტი თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. ამჟამად არსებული თბილისის ბიუჯეტის კანონპროექტით, 2025 წელს თბილისის მთავრობა 2.3 მილიარდ ლარს დახარჯავს, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს. წარმოგიდგენთ, თუ რით ივსება და რაში იხარჯება თბილისის ბიუჯეტი.
წაიკითხეთ სრულად
მოსაზრება
◾ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა: არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური და ცივილიზაციური ზიანი | ავტორი: თენგიზ ვერულავა
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით, საქართველოსთვის დასავლეთისგან დისტანცირება არ არის მხოლოდ პოლიტიკური მარცხი. ეს, პირველ ყოვლისა, ეგზისტენციალური, ცივილიზაციური და კულტურული ზიანია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს განვითარების იმ გზას, რომლისკენაც ქვეყანა საუკუნეებია, მიისწრაფვის.
წაიკითხეთ სრულად
◾კავკასიურ ცარცის წრეში მხოლოდ საქართველო რჩება? | ავტორი: აკა ზარქუა
2021 წელს სომხეთის ვადამდელი არჩევნების გასაშუქებლად ჩასულმა ადგილობრივებისგან საინტერესო ხუმრობა მოვისმინე – ყარაბაღის მეორე ომიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული, ქვეყანაში იმედგაცრუებისა და მარცხის ატმოსფერო იოლად შესამჩნევი იყო, სწორედ მწვავე პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც. „სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთი ყოველთვის კონფლიქტს უჭერდა მხარს”, – ასე ჟღერდა ხუმრობა, რომელშიც ჩვეულზე უფრო დიდი სიმართლის მარცვალი იყო. ყარაბაღის კონფლიქტი, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, დნესტრისპირეთისა და სხვების მსგავსად, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენისა და წნეხის მთავარი ინსტრუმენტი იყო.
წაიკითხეთ სრულად
ინტერვიუ
◾ კვლავ გავხადოთ უკრაინა დიადი | ავტორი: პეტრო ჩერნიშოვი
77 წლის სტივ ფორბსი, Forbes-ის ბრენდის დამფუძნებლის შვილიშვილი და Forbes U.S.-ის ამჟამინდელი მთავარი რედაქტორი, ეკონომიკური თავისუფლების დიდი ხნის დამცველი და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია. რას ფიქრობს ის გლობალურ პოლიტიკასა და მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე და რა რჩევებს სთავაზობს ის უკრაინას წარმატებული ქვეყნის ასაშენებლად?
ანტრეპრენიორები
◾ დინამიკური მენიუ დინამიკური სამყაროსთვის | ავტორი: ანინა ტეფნაძე
სტარტაპი Chama ბავშვობის მეგობრებმა, თორნიკე გაგუამ და გიორგი ლორიამ 20 წლის ასაკში შექმნეს. დინამიკური ციფრული მენიუების პლატფორმა რესტორნებს დატვირთულობის ოპტიმიზაციაში ეხმარება, მომხმარებლებს კი შესაძლებლობას აძლევს, სასურველ კერძებში ნაკლები გადაიხადონ. სტარტაპი GITA-ს 150,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. Forbes Georgia თორნიკესა და გიორგის სარესტორნო ინდუსტრიაზე, სტარტაპის შენების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
წაიკითხეთ სრულად
◾ მენტორპრენიორი| ავტორი: იზა გვარამაძე
დავით ციცქიშვილის ანტრეპრენიორული მოგზაურობა დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. ამ გზაზე არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მწარე გამოცდილებამ არათუ წინსვლა შეაწყვეტინა, არამედ წარმატებისკენ მის მთავარ მეგზურად იქცა. მიზნისკენ გზის გაკვალვაში ახლა უკვე სხვა ახალბედა მეწარმეებს ეხმარება, თვითონ კი ახალი ანტრეპრენიორული თავგადასავლებისთვის ემზადება.
პარტნიორებისაგან
◾ ჩარჩოებს მიღმა: უძრავი ქონების ახლებური გააზრება | ავტორი: ანინა ტეფნაძე

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის გაჯერებასთან ერთად, სტანდარტული საინვესტიციო მოდელები მოძველდა. Idea Developmentის თანადამფუძნებელი გიორგი ფოცხვერია დარწმუნებულია, რომ მომავალი მონაცემებზე დაფუძნებულ პერსონალიზაციაშია. Idea Invest-ის მეშვეობით, ის ქმნის პლატფორმას, რომელიც ამ ცვლილებას მომზადებული შეხვდება.
◾ ხელმისაწვდომი საწვავის პორტალი | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
საქართველოს საწვავის ბაზარზე კონკურენცია იზრდება, თუმცა “პორტალი” ქსელის გაფართოებასა და ხარისხის შენარჩუნებას ერთდროულად ახერხებს, რაც დღეს ბევრისთვის გამოწვევად რჩება.
წაიკითხეთ სრულად.
◾ კურორტების განვითარების ახალი სტანდარტი | ავტორი: იზა გვარამაძე

Petra Group-ი უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა, თუმცა მის ძირითად ბირთვს სექტორის გამოცდილი ექსპერტები წარმოადგენენ. თინათინ კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით დამოუკიდებელი კონცეფციის კურორტებს ქმნის და მიზნად ისახავს, საქართველოში კურორტების განვითარების ახალი სტანდარტი დაამკვიდროს.
ეკონომიკა
◾ საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა — მიზეზი | ავტორი: ეგნატე შამუგია
შრომის ბაზარზე ბოლო რამდენიმე წლის დადებითი დინამიკა მიმდინარე პერიოდშიც შენარჩუნდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.7%-ით გაიზარდა, რაც რეალურ გამოხატულებაში (სამომხმარებლო ფასების ინდექსით კორექტირებული) ხელფასების დონის 8.8%-იანი მატებაა. პირველი კვარტალის მდგომარეობით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2,100 ლარია.
წაიკითხეთ სრულად
◾ როგორი იყო ტურიზმისთვის 2025 წლის პირველი ნახევარი? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი, ეკონომიკის ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებული. მაგალითად, 2024 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობაში საქართველოს 6.6 მილიარდი დოლარის დეფიციტი ჰქონდა, საიდანაც 3.9 მილიარდი დოლარი ტურისტებისგან მიღებულმა თანხამ დაფარა.
საკითხავი
◾ ატროპატენედან აზერბაიჯანამდე | ავტორი: ნიკა ხოფერია
აზერბაიჯანი, როგორც ამიერკავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფოს, ისე აზიის დიდი ისტორიული რეგიონის ძველი სახელია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და რომელიც ანტიკურობიდან მოდის. რა გეოგრაფიულ არეალს მოიცავს აზერბაიჯანი, რას წარმოადგენდა ისტორიულად და რომელ ცივილიზაციებს უარსებიათ ამ სივრცეში?
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი