ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერად სებასტიან ლეკორნუ წარადგინა

ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერად სებასტიან ლეკორნუ წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მთავრობის დაშლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ წარადგინა. ლეკორნუ ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხუთე პრემიერ-მინისტრი იქნება.

საფრანგეთის მთავრობა პარლამენტის მიერ მოქმედი პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ბაირუს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დაიშალა. სამ საპირისპირო იდეოლოგიურ ბანაკად დაყოფილმა პარლამენტმა ბაირუს გეგმას სახელმწიფო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა.

ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა სებასტიან ლეკორნუს სთხოვა, პარლამენტში ყველა პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებები გამართოს, რათა მისი თანამდებობაზე დანიშვნამდე ბიუჯეტსა და სხვა საკითხებზე კომპრომისები გამოიძებნოს.

„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა დამავალა, რომელსაც მკაფიო მიმართულება ექნება: ჩვენი დამოუკიდებლობისა და ძალაუფლების დაცვა, ფრანგი ხალხის სამსახურში ყოფნა და პოლიტიკური და ინსტიტუციური სტაბილურობა. მინდა მადლობა გადავუხადო მას იმ ნდობისათვის, რომელიც მან პრემიერ-მინისტრად დანიშვნით გამომიცხადა“ – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მემარცხენე ოპოზიციური პარტიები გამოეხმაურნენ და მოსახლეობას პროტესტისაკენ მოუწოდეს.

ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ამოცანა 2026 წლის ბიუჯეტზე კონსენსუსის მიღება იქნება. მისმა წინამორბედმა, ფრანსუა ბაირუმ არსებული დეფიციტის აღმოფხვრა ხარჯების აგრესიულად შემცირებით გადაწყვიტა, რაც მისთვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების მიზეზი გახდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.