Nvidia OpenAI-ში $100 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს

Nvidia OpenAI-ში $100 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს

ნახევარგამტარების მწარმოებელი ამერიკული Nvidia ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ში $100 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის განცხადებით, ის OpenAI-ის მონაცემთა ცენტრების ჩიპებით მოამარაგებს. აღნიშნული ინვესტიციით ხელოვნური ინტელექტის სფეროს ორი მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშე პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადადის.

გარიგება Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის პოპულარულ კომპანიაში ფინანსურ ბერკეტს აძლევს. საინტერესოა, რომ OpenAI ჩიპების მწარმოებლის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი იყო. ამავდროულად, შეთანხმება OpenAI-ს ფინანსურ შესაძლებლობასა და წვდომას აძლევს, მოიპოვოს მოწინავე ტექნოლოგიის ნახევარგამტარები, რაც კომპანიას ბაზარზე საკუთარი დომინაციის გამყარებაში დაეხმარება.

ანონიმური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიებს შორის გარიგების დასრულების შემდეგ, Nvidia OpenAI-ში ხმის უფლების არმქონე აქციების შესაძენად ინვესტირებას დაიწყებს. ამის შემდეგ კი OpenAI-ს Nvidia-ს ჩიპების შეძენა შეეძლება.

კომპანიებმა ხელი მოაწერეს განზრახვის წერილს, რომლის თანახმადაც, OpenAI-სთვის მინიმუმ 10 გიგავატი სიმძლავრის Nvidia-ს სისტემების განლაგება იგეგმება. შედარებისთვის, ჩიპების ეს სიმძლავრე აშშ-ში 8 მილიონზე მეტი ოჯახის ელექტროენერგიის საჭიროებების ეკვივალენტია.

შეთანხმების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, Nvidia-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 4.4%-ით გაიზარდა. 6%-ით გაიზარდა მონაცემთა ცენტრების მშენებელი Oracle-ის აქციათა ფასიც, რომელიც Microsoft-სა და OpenAI-სთან ერთად მთელ მსფოლიოში AI-მონაცემების ცენტრების $500-მილიარდიან პროექტს ახორციელებს.

უკანასკნელი საინვესტიციო რაუნდის შემდეგ მიღებული შეფასებით OpenAI-ის ღირებულება $500 მილიარდს შეადგენს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.