ოქრო პირველი აქტივი გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $30 ტრილიონს გადააჭარბა. ოქროს მიმართ მოთხოვნის ზრდა ბოლო წლის განმავლობაში აშშ-ჩინეთის დაძაბულმა სავაჭრო ურთიერთობამ, ასევე გლობალურმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ განაპირობა. ამას დაემატა ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიმართ მზარდი მოლოდინი.
ამ ეკონომიკური, ფისკალური და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, სულ უფრო მეტი ინვესტორი ამჯობინებს საკუთარი ფინანსების ისეთ აქტივებში ინვესტირებას, რომელიც მაღალი ფინანსური უსაფრთხოებით და დაბალი რისკებით გამოირჩევა. ოქრო კი ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევა.
ამჟამად ერთი უნცია ოქროს ღირებულება $4,312-ს უტოდება. მხოლოდ 2025 წელს ოქროს ღირებულება 60%-ით გაიზარდა. გასულ კვირას ძვირფასი მეტალის ფასი 8.6%-ით გაიზარდა, რაც 2008 წლის სექტემბრის შემდეგ ერთკვირიან პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე დიდი მატებაა.
ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, მზარდი მოთხოვნა 2026 წელსაც შენარჩუნდება. ამის მიზეზი კი ოქროზე ინსტიტუციური მოთხოვნისა და მისი, როგორც დივერსიფიკატორის როლის ზრდაა.
ინვესტორები 29-30 ოქტომბრის აშშ-ის ფედერალური რეზერვის 25 საბაზისო პუნქტით, ანუ 0.25%-ით შემცირებას მოელიან, რასაც დეკემბერში მომდევნო შემცირება უნდა მოჰყვეს.