ტრამპსა და პუტინს შორის უკრაინისა და ირანის შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა

ტრამპსა და პუტინს შორის უკრაინისა და ირანის შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა

ფოტო: Andrew Harnik/Getty Images

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ტრამპის განცხადებით, პუტინთან უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ „ძალიან კარგი ზარი“ განხორციელდა.

„პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია. როგორც ჩანს, ისინი ვერ თანხმდებიან, მაგრამ, ვფიქრობ, საკითხზე საკმაოდ პოზიტიური ზარი გვქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე განმარტებით, პუტინს ირანის კონფლიქტთან მიმართებით დახმარება სურს.

„მე ვუთხარი, რომ ჩვენი დახმარება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით შეუძლია. ეს უფრო დაგვეხმარებოდა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გუშინ ვლადიმირ პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაპირისპირებულ მხარეებს „კონფლიქტის გადაწყვეტის სწრაფ პოლიტიკურ და დიპლომატიურ“ იდეას სთავაზობს. თუმცა კონკრეტულად რა იდეაზეა საუბარი, არ გაჟღერებულა.

აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ რეგიონისკენაა მიპყრობილი. აღნიშნულზე განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. „ამ მომენტში პარტნიორების პრიორიტეტი და მთელი ყურადღება ირანში არსებული ვითარებისკენაა მიპყრობილი, ამიტომ ამერიკული მხარის შეთავაზებით, ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გადავდეთ, თუმცა უკრაინა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ დროს მზადაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.