ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოებები Spotify-ზე

ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოებები Spotify-ზე

ფოტო: newsroom.spotify.com

 

აუდიოსტრიმინგისა და მედიასერვისების პროვაიდერმა შვედურმა კომპანია Spotify-მ საკუთარ პლატფორმაზე ყველა დროის ყველაზე ხშირად მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემები პლატფორმის შექმნიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდშია დაანგარიშებული.

Spotify-ზე ყველა დროის ყველაზე მოსმენადი სიმღერა კანადელი შემსრულებლის, აბელ ტესფაიეს, სასცენო სახელით The Weeknd, Blinding Lights-ია. 2019 წელს გამოშვებულ სინგლს, 2026 წლის აპრილის მონაცემებით, პლატფორმაზე 5.4 მილიარდზე მეტი მოსმენა აქვს და ერთადერთია სიაში, რომელმაც 5-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. Blinding Lights-ის გარდა, Spotify-ს ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოებების ტოპ-20-ში შემსრულებლის კიდევ ერთი სიმღერა — Starboy-ც მოხვდა, რომელმაც 4.49 მილიარდი სტრიმი დააგროვა. ეს უკანასკნელი ელექტრონული მუსიკის დუეტ Daft Punk-თან კოლაბორაციით შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ Spotify-ს რეიტინგში 2010-იანი წლების ჰიტები დომინირებს — სწორედ იმ პერიოდის, როდესაც სტრიმინგი მუსიკის მოხმარების მთავარ წესად იქცა. საერთო ჯამში, პლატფორმის ისტორიაში სულ რვა ნაწარმოებმა შეძლო 4-მილიარდიანი სტრიმინგის ნიშნულის გადალახვა და მათგან შვიდი სწორედ 2010-იან წლებშია გამოშვებული. ერთადერთი გამონაკლისი, 4.37 მილიარდის მოსმენით, ჰარი სტაილსის სინგლია — As It Was, რომელიც 2022 წელსაა გამოშვებული. Spotify-ს ისტორიაში ყველაზე მოსმენადი სიმღერებიდან უახლესი, 3.62 მილიარდი სტრიმით, ლედი გაგასა და ბრუნო მარსის 2024 წლის ნაწარმოებია — Die With a Smile. შეგახსენებთ, რომ ორივე სინგლი Grammy Awards-ის მფლობელთა შორისაა.

ცნობისთვის, Spotify-ს რეიტინგში შემავალი ყველა სიმღერა ინგლისურენოვანი ქვეყნების (ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ) არტისტებს ეკუთვნით. ანგლოფონი შემსრულებლები დიდი ხანია ინგლისურენოვანი მუსიკის გლობალური პოპულარობით სარგებლობენ და ეს სტრიმინგის ეპოქაშიც გრძელდება. ამის მაგალითებია ავსტრალიელი შემსრულებლის, ვანს ჯოის Riptide (3.6 მლრდ), კანადელი რეპერის, დრეიკის One Dance (4.2 მლრდ) და ავსტრალიელი მომღერლის, The Kid LAROI-ის სინგლი STAY (3.9 მლრდ), რომელსაც ის კანადელ პოპშემსრულებელ ჯასტინ ბიბერთან ერთად ასრულებს.

ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოებები Spotify-ზე:
რეიტინგისიმღერამოსმენის რაოდენობაწელიშემსრულებელი
1Blinding Lights5.38 მილიარდი2019The Weeknd
2Shape of You4.88 მილიარდი2017ედ შირანი
3Sweater Weather4.55 მილიარდი2013The Neighbourhood
4Starboy4.49 მილიარდი2016The Weeknd, Daft Punk
5As It Was4.37 მილიარდი2022ჰარი სტაილსი
6Someone You Loved4.23 მილიარდი2019ლუის კაპალდი
7Sunflower4.21 მილიარდი2018Post Malone, შუეი ლი
8One Dance4.18 მილიარდი2016Drake, Wizkid, Kyla
9Perfect3.93 მილიარდი2017ედ შირანი
10STAY3.88 მილიარდი2021The Kid LAROI, ჯანსტინ ბიბერი
11Believer3.82 მილიარდი2017Imagine Dragons
12I Wanna Be Yours3.74 მილიარდი2013Arctic Monkeys
13Heat Waves3.73 მილიარდი2020Glass Animals
14lovely3.72 მილიარდი2018ბილი აილიში, Khalid
15Yellow3.71 მილიარდი2000Coldplay
16The Night We Met3.71 მილიარდი2015Lord Huron
17Closer3.69 მილიარდი2016The Chainsmokers, Halsey
18BIRDS OF A FEATHER3.66 მილიარდი2024ბილი აილიში
19Riptide3.62 მილიარდი2013Vance Joy
20Die With A Smile3.62 მილიარდი2024Lady Gaga, Bruno Mars

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.