ფოტო: Getty Images
$75-მილიარდიანი რეკორდული IPO-ს შემდეგ, მსოფლიოს პირველი ტრილიონერის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის აქციების ფასი ზრდას განაგრძობს. Nasdaq-ზე დებიუტის შემდეგ, SpaceX-ის აქციათა ფასი 19%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ღირებულებამ $2 ტრილიონს გადააჭარბა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მოგებაზე ჯერ კიდევ ვერ გადის, მისი აქციებით როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური ინვესტორები ინტერესდებიან. პარასკევს, სავაჭრო დღის ბოლოს SpaceX-ის ერთი აქციის ფასი $160.95 იყო, Nasdaq-ზე დებიუტი კი $150-იანი შეფასებით შედგა. შესაბამისად, აღნიშნული ფასით, კოსმოსური კომპანიის ღირებულება $2.1 ტრილიონით განისაზღვრა.
ფინანსური ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ SpaceX-ის დებიუტი ინვესტორთა პორტფელების გადანაწილებას გამოიწვევს, რაც გაყიდვების პროცესის პროვოცირებას მოახდენს სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებში, რადგან ფონდები აქციებში გადაინაცვლებს. პარასკევს სხვა კოსმოსური ფირმებისა და სატელიტური კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა. მაგალითად, Planet Labs-ის აქციების ფასი 9%-ით, ხოლო EchoStar-ის აქციების ფასი 11%-ით შემცირდა.
SpaceX-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიის საბაზრო შესაძლებლობები $28.5 ტრილიონს შეადგენს, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ის არამოგებიანობა მას S&P 500-ში გაწევრიანების უფლებას უზღუდავს, მისი Nasdaq 100-ში აღმოჩენა, მას ინდექსის მაკონტროლებელი პასიური ფონდებისა და ETF-ების ყურადღების ცენტრში აქცევს, რაც მის აქციებზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.
Hill.com-ის მონაცემებით, SpaceX-ის აქციების ღირებულების გათვალისწინებით, კომპანიის დაახლოებით 4000 ამჟამინდელი ან ყოფილი თანამშრომელი მილიონერი გახდება.

















