ფაუჩის ყოფილმა მრჩეველმა COVID-19-ის მონაცემების დამალვა აღიარა

ფაუჩის ყოფილმა მრჩეველმა COVID-19-ის მონაცემების დამალვა აღიარა

ფოტო: REUTERS/Annabelle Gordon

 

ინფექციური დაავადებების ექსპერტის, ენტონი ფაუჩის ყოფილმა მრჩეველმა საჯარო ჩანაწერების შესახებ კანონმდებლობის გვერდის ავლისა და კვლევების დაფინანსებასთან და COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სამთავრობო დოკუმენტების დამალვის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის დანაშაულები აღიარა.

დევიდ მორენსმა, რომელიც პანდემიის დროს ფაუჩის ხელმძღვანელობით ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის უფროს თანამდებობის პირად მუშაობდა, მერილენდის შტატის ქალაქ გრინბელტში ფედერალურ სასამართლოში გამართული მოსმენის დროს აღიარებითი ჩვენება წარადგინა.

78 წლის მამაკაცს ბრალი აპრილში წაუყენეს. პროკურატურის თანახმად, დევიდ მორენსი მონაწილეობდა COVID-19-ის კვლევით გრანტებთან დაკავშირებული საჯარო ჩანაწერების მოთხოვნების ჩაშლის სქემაში. პროკურორების განმარტებით, აღნიშნული სქემის მიზანი სააგენტოს მიერ 2020 წლის აპრილიდან მიღებული საჯარო ჩანაწერების მოთხოვნების ჩაშლა იყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აღიარებითი ჩვენება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფაუჩი, რომელიც 38 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა NIAID-ს და გახდა აშშ-ის პანდემიაზე რეაგირების ხელმძღვანელი პირი, გასულ თვეში სენატის წინაშე წარდგა და არაერთხელ გამოიყენა თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება. მან რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი მისი დაპატიმრების მიზნით „არასწორი“ კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ COVID-ის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ სიმართლე კვლავ გაურკვეველი რჩება. 2023 წელს FBI-მ განაცხადა, რომ პანდემია, სავარაუდოდ, ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია, რასაც ჩინეთი უარყოფდა.

საქმის პროკურორების თანახმად, მორენსის აღიარებითი ჩვენება ეხებოდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების გადაწყვეტილებას, გააუქმოს ღამურების კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევითი გრანტი, იმ ბრალდებების საფუძველზე, რომ COVID-19 ვუჰანის ლაბორატორიიდან წარმოიშვა. ცნობისათვის, ჩინეთში დაფუძნებულმა ლაბორატორიამ გრანტის მიმღები კომპანიისგან ქვეგრანტი მიიღო.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.