ქართველი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერსის“ ჯგუფში შემავალმა „რუსთავის ფოლადმა“ არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია „პიემ მეტალს“ მიჰყიდა. გარიგების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებში იძებნება.
წაიკითხეთ ასევე: ირაკლი რუხაძემ „იმედი“ გაყიდა – ტელეკომპანიის ახალი მფლობელი ცნობილია
რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, „რუსთავის ფოლადმა“ 2025 წლის დეკემბერში კომპანია „იბერია რიბარი“ დააფუძნა და მას არმატურის წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოო ხაზი გადასცა. 2026 წლის 30 ივლისს კი „იბერია რიბარის“ მფლობელი ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში არსებული „პიემ მეტალი“ გახდა.
ირაკლი რუხაძის ბიზნესაქტივების სტრუქტურაში ბოლო პერიოდში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განხორციელდა. აპრილში მან „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტი „ბაზისბანკს“ მიჰყიდა, ხოლო მანამდე, თებერვალში, რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა ტელეკომპანია „იმედის“ წილი გაასხვისეს.
წაიკითხეთ ასევე: „ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკის“ 95.99%-იანი წილი ₾674.1 მილიონად შეიძინა
ცნობისთვის, ირაკლი რუხაძე Forbes Georgia-ს საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში მე-4 ადგილს იკავებს. მისი ქონება 2.227 მილიარდ ლარად არის შეფასებული. ირაკლი რუხაძის აქტივები მოიცავს „მაგთის“ 25%-ს, „ქართული ცემენტის“ 41%-ს და სრულად „რუსთავის ფოლადს“. „ქართული ცემენტი“ მე-7 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიაა, „მაგთი“ – მე-5.
წაიკითხეთ ასევე: საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმე
ინფორმაცია ახლდება…










