საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2020 წლის თებერვალში 2019 წლის თებერვალთან შედარებით 12 მლნ დოლარით, 9.5%-ით გაიზარდა. თებერვალში სულ 137 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თებერვლის თვის რეკორდული მაჩვენებელია. კორონავირუსის გავლენა ფულად გზავნილებზე მარტიდან აისახება, რადგან იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში ფული იგზავნება, მდგომარეობა მარტიდან დამძიმდა.
თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 22 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4 მლნ დოლარით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე.
იანვარ-თებერვალში, ჯამში, 263 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 9%-ით (22 მლნ დოლარით) მეტია.
თებერვალში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც თებერვალში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი