როგორ უნდა აშენდეს ახალი შენობა ძველ ბათუმში ისე, რომ არც წარსული გაიმეორო და არც ისტორიულ გარემოს დაუპირისპირდე? Admiral Residence-ი ამ კითხვას ხუთსართულიანი, მხოლოდ 13-ბინიანი ბუტიკური პროექტით პასუხობს, სადაც მასშტაბზე წინ არქიტექტურული ხარისხი, სიმყუდროვე და ყოველდღიური კომფორტი დგას.
Admiral Residence-ის იდეა ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის საფუძვლიანი კვლევის შედეგად დაიბადა. პროექტის გუნდს სურდა შეექმნა არა უბრალოდ კიდევ ერთი საცხოვრებელი შენობა, არამედ მცირე მასშტაბის სახლი ინდივიდუალური ხასიათით — სივრცე, სადაც არქიტექტურა, ინტერიერი და გარემო ერთიან, გააზრებულ გამოცდილებას ქმნის.
კვლევამ ბაზარზე მკაფიო განსხვავება გამოავლინა: ბათუმში მრავალი პროექტი დიდი საცხოვრებელი კომპლექსის პრინციპით ვითარდება, ხოლო პრემიუმ სეგმენტში ნაკლებად იყო წარმოდგენილი ბუტიკური ფორმატის საცხოვრებელი, რომლის ღირებულებას ბინების რაოდენობა კი არა, სიმყუდროვე, დეტალებისადმი ყურადღება და ხარისხი განსაზღვრავს. სწორედ ამ ნაკლებად ათვისებულ მოთხოვნაზე პასუხად ჩამოყალიბდა 13-ბინიანი სახლის კონცეფცია.
პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა მისი კონტექსტი იყო. ძველი ბათუმის გულში ახალი შენობა ისე უნდა შექმნილიყო, რომ ისტორიულ გარემოს ბუნებრივად შერწყმოდა, თუმცა საკუთარი, თანამედროვე ხასიათიც შეენარჩუნებინა. ამავდროულად, გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო, რომ ყველა ბინას ზღვის ხედი ჰქონოდა — არა მხოლოდ ზღვის ფართო პანორამა, არამედ ძველი ნავსადგურისა და ბათუმის ყურის გამორჩეული პერსპექტივაც.
ამ ამოცანის გადაწყვეტა ადგილმდებარეობის შერჩევით დაიწყო. პროექტისთვის იაკობ გოგებაშვილის ქუჩა შეირჩა — ადგილი, სადაც ძველი ბათუმის არქიტექტურა ზღვისპირა გარემოს ხვდება. ძველი ბათუმი, ბულვარი და ზღვისპირა ღირსშესანიშნაობები აქ ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. არქიტექტურულ კონცეფციაზე იტალიელმა არქიტექტორებმა ირაკლი შარპილომ და ანდრეა ჯირომინიმ იმუშავეს. მათ შენობის ისტორიულ გარემოსთან დიალოგი თანამედროვე ელეგანტურობას, სწორ პროპორციებსა და თავშეკავებულ არქიტექტურულ სტილს შეუთავსეს.
განსაკუთრებული ყურადღება ბუნებრივ განათებას დაეთმო. „ბუნებრივი განათება ხშირად ძვირფას მოპირკეთებაზე უფრო მნიშვნელოვანია“, — აღნიშნავს არქიტექტორი. ამიტომ სივრცეების დაგეგმვისას პრიორიტეტი მიენიჭა განათებას, პროპორციებსა და ყოველდღიურ კომფორტს. მცირე მასშტაბმა კი გუნდს შესაძლებლობა მისცა, თითოეული ბინის გადაწყვეტას ინდივიდუალურად და დეტალურად მიდგომოდა.
შედეგად შეიქმნა ხუთსართულიანი ბუტიკური საცხოვრებელი მხოლოდ 13 ბინით. ყველა ბინა სრულად მოწყობილი იქნება, სრული რემონტით და საცხოვრებლად მზად ჩაბარდება. ეს მიდგომა მყიდველს ხანგრძლივი სარემონტო პროცესისა და დამატებითი საორგანიზაციო დატვირთვისგან ათავისუფლებს და პროექტის ხარისხზე ერთიანი კონტროლის შესაძლებლობას ქმნის. პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ყველა ბინიდან გახსნილი ხედებია ბათუმის ძველ ნავსადგურზე, ყურესა და ზღვაზე — მახასიათებელი, რომელიც ადგილმდებარეობას ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცევს.
ხარისხისადმი იგივე მიდგომა ინტერიერსა და მასალების შერჩევაშიც აისახა. ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად პროექტში გათვალისწინებულია უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური მასალები. ინტერიერში გამოყენებულია კარარის რეგიონის მარმარილო და ისეთი საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Poliform, Skema, Canalini Marmi, Cielo, Zucchetti და Cocif, ხოლო Schüco-ს სისტემები შენობის კომფორტისა და ენერგოეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
პროექტის ღირებულებას საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტებიც აძლიერებს. ბინებში გათვალისწინებულია Miele-სა და Liebherr-ის ტექნიკა, Mitsubishi-ს კლიმატური სისტემები და Smart Home-ის ფუნქციები. იატაკის გათბობა და მექანიკური ვენტილაცია კი ყოველდღიურ კომფორტს, ჰაერის ხარისხსა და სივრცის ეფექტიან მართვას ემსახურება. ამგვარად, პრემიუმ ხარისხი მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებად არ რჩება — ის ბინის გამოყენების ყოველდღიურ გამოცდილებაშიც იგრძნობა.
Admiral Residence-ის მნიშვნელობა ბათუმის ბაზრისთვის მხოლოდ ერთი ახალი შენობით არ შემოიფარგლება. პროექტი დეველოპმენტის განსხვავებულ მოდელს აჩვენებს — მოდელს, სადაც ღირებულება სიმაღლითა და ბინების რაოდენობით არ იზომება; მთავარი არქიტექტურული ხარისხი, გარემოსთან ჰარმონია და მაცხოვრებლის გამოცდილებაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ბათუმისთვის, სადაც ყოველი ახალი პროექტი ქალაქის ისტორიულ იერსა და მომავალ განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
გრძელვადიან პერსპექტივაში Admiral Residence-ს შეუძლია ბათუმის პრემიუმ საცხოვრებელი უძრავი ქონებისთვის სხვა სტანდარტი დაამკვიდროს: წარმოაჩინოს, რომ მცირე მასშტაბი შეზღუდვა კი არა, ხარისხზე მეტი კონტროლის, ინდივიდუალური მიდგომისა და უფრო გამორჩეული საცხოვრებელი გამოცდილების შესაძლებლობაა. პროექტის მთავარი გავლენაც სწორედ ამაში შეიძლება გამოიხატოს — ბათუმის ბაზარზე რაოდენობიდან ხარისხისკენ ყურადღების გადატანაში.

















