2016 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით (1%-ით) გაიზარდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით სავალუტო რეზერვები 206 მილიონი დოლარით (7.1%-ით) არის შემცირებული.
2016 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.682 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 0.7 მილიარდი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში