საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის მარტში 2017 წლის მარტთან შედარებით 19 მლნ დოლარით (17%-ით) გაიზარდა. მარტში სულ 131 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მარტის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს მარტში საქართველოში 131 მლნ და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.
მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე.
იანვარ-მარტში, ჯამში, 355 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 22.4%-ით (65 მლნ დოლარით) მეტია.
მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და აშშ-დან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | მარტი, 2017 | მარტი, 2018 | ზრდა |
იტალია | 11.1 | 15.5 | 4.4 |
ისრაელი | 8.6 | 13 | 4.4 |
საბერძნეთი | 11.5 | 13.7 | 2.2 |
თურქეთი | 9.2 | 10.6 | 1.4 |
აშშ | 11.8 | 13 | 1.2 |
წყარო: ეროვნული ბანკი