იანვარში ფულადი გზავნილები 31 პროცენტით გაიზარდა

იანვარში ფულადი გზავნილები 31 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის იანვარში, 2017 წლის იანვართან შედარებით, 26 მლნ დოლარით (31%-ით) გაიზარდა. იანვარში სულ 110 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც იანვრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს იანვარში საქართველოში 110 მლნ და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.

იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1.6 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ისრაელიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

იანვარი, 2017

იანვარი, 2018

ზრდა

რუსეთის ფედერაცია

26.5

30.9

4.5

ისრაელი

6.4

11.7

5.4

აშშ

9.5

10.7

1.3

თურქეთი

6.2

8.8

2.6

საბერძნეთი

9.3

12.4

3.1

იტალია

9.6

13.7

4.1

წყარო: ეროვნული ბანკი