რომელი პროდუქტების ხარჯზე იზრდება საქართველოს ექსპორტი

რომელი პროდუქტების ხარჯზე იზრდება საქართველოს ექსპორტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტი 428 მლნ დოლარით (28%-ით) გაიზარდა 2016 წლის იანვარ-სექტემბრის ექსპორტთან შედარებით.

ყველაზე მაღალი ზრდა ფეროშენადნობების ექსპორტში დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც თითქმის გაორმაგდა და 237 მლნ დოლარი შეადგინა. 67 მლნ დოლარით (28%-ით) გაიზარდა მადნების და სპილენძის კონცეტრატების ექსპორტი. ზრდის მიხედვით მე-3 ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია – 42 მლნ დოლარით (გაიზარდა 56%-ით).

ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება თხილის ექსპორტში დაფიქსირდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულება 66 მლნ დოლარით (59%-ით) შემცირდა.

ცხრილი: პროდუქტები, რომელთა ექსპორტი 2017 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

პროდუქცია

ზრდა,
მლნ დოლარი

ფეროშენადნობები

117

მადნები და სპილენძის კონცენტრატები

67

ყურძნის ნატურალური ღვინოები

42

მსუბუქი ავტომობილები

28

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული

27

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები

20

ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან

11

მინერალური და მტკნარი წყლები

9

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი

5

მაისურები და ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი

4.6