“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში კორეული წყლის რესურსების კორპორაცია „K-water“-ის ვიცე-პრეზიდენტი ვონ ჩეოლ პარკი, ბიზნეს დეპარტამნტის გენერალური მენეჯერი ჰიანგ ჩინ კინი და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს გენერელური დირექტორის მოადგილე ტაეკუონ სეო მიიღო.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს. „K-Water“-ის ხელმძღვანელმა პირებმა ქვეყნის მთავრობასა და „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს პროექტის ეფექტიანი ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის ნენსკრა ჰესის მშნებელობის პროცესი დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება.
„K-Water“-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იმ შეხვედრის სწრაფი გამოძახილია, რომელიც სამხრეთ კორეაში „საპარტიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ დეიჯიონში „K-Water“-ის სათავო ოფისში შედგა. დავით საგანელიძე კორეაში „K-Water“-ის პრეზიდენტს ჰაკ-სოო ლი-ს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1’200.00 გგვტ.სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის განვითარების ბანკი (KDB) მონაწილეობენ .
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, აზიის წყლის საბჭოს მიერ ორგანიზებულ აზიის საერთაშორისო წყლის კონფერენციას დაესწრო, რომელიც ქალაქ გიონჯუში შედგა. აზიის წყლის საბჭოს „K-Water“-ის პრეზიდენტი ჰაკ-სოო ლი ხელმძღვანელობს. კონფერენციას სახელწოდებით „აზიური გადაწყვეტილებები წყლისთვის“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მთავარი თემები წყლის რესურსის გამოყენების შესახებ მოსაზრებების გაცვლა, ასევე, საუკეთესო პრაქტიკისა და სამოქმედო გეგმის გაზიარება იყო. დავით საგანელიძემ სამხრეთ კორეაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, K-Water-ის ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის ცენტრი მოინახულა.
„K-Water“-ის შესახებ:
სამხრეთ კორეული წყლის რესურსების კორპორაცია „K-Water“-ი 20 მლრდ აშშ დოლარის ჯამურ აქტივებს ფლობს და მისი წლიური ბრუნვა 1.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. კორპორაცია 1967 წელს დაარსდა და უკვე ორმოცდაათი წელია ეროვნული წყლის რესურსებს მართავს და კორეის დიდი ნაწილს ამარაგებს, რითიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ასევე, კორპორაცია კაშხლებს, ნაპირდამცავს, წყალმომარაგების სისტემებს და ნაგებობებს ფლობს. გარდა სამხრეთ კორეისა, „K-Water“-ი საერთაშორისო პროექტებს