“ალიანს ჯგუფი”, წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების შემოყვანით არის ცნობილი, International Arch of Europe (IAE)-მა ხარისხისა და ტექნოლოგიების ნომინაციაში ოქროს კატეგორიაში დააჯილდოვა.
“ალიანს ჯგუფის” მიერ განხორციელებული ყველა პროექტი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენი პარტნიორები მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიები არიან. IAE-ის ჯილდო “ალიანს ჯგუფისთვის” მორიგი მნიშვნელოვანი აღიარებაა,” – აცხადებს აკაკი სონგულია, ალიანს ჯგუფის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი. The International Arch of Europe Convention Award 2017-ი, რომლის ორგანიზატორიც იყო Business Initiative Directions Group-ი (BID), 30 ივნისს-1 ივლისს ფრანკფურტში, გერმანიაში ჩატარდა. The BID Quality Award-ი აჯილდოვებს კომპანიებს, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და ინოვატორები არიან სექტორში. “ალიანს ჯგუფი” საქართველოდან წარმოდგენილი და დაჯილდოებული ერთადერთი სამშენებლო-დეველოპერი იყო BID-ის რიგიღ 30-ე Arch of Europe Convention Award-ის დაჯილდოებაზე.
“ალიანს ჯგუფს”, რომლის პარტნიორებიც არიან მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ქსელების მფლობელი კომპანიები, როგორებიცაა Marriott International და Wyndham Hotel Group, საერთაშორისო ჯილდოები და პრიზები არაერთხელ აქვს მიღებული. მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქართველი დეველოპერი, IAE-ის ჯილდოს ჩათვლით, სამი მსოფლიოში ცნობილი დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. სამი თვის წინ “ალიანს ჯგუფმა” უძრავი ქონების პრესტიჟულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე Home Overseas 2017 ყველაზე მეტი პრიზი მიიღო, სამი თვით ადრე კი კომპანიას Easter Europe Real Estate Forum & Project Awards (EEA Awards)-ის ორგანიზატორებისგან სპეციალური პრიზი გადაეცა.
საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დეველოპერი მომავლის ტენდენციებს სამ მიმდინარე პროექტში ამკვიდრებს: “ალიანს ჰაილაინი,” რომელიც დედაქალაქის ცენტრში შენდება, “ალიანს პალასი”-ბათუმში და “ალიანს რიზორთი” კურორტ გოდერძიზე, მაღალმთიან აჭარაში. “მომავალი ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია და ეს არის ის რასაც ვთავაზობთ ვაკეში მშენებარე უნიკალური მულტიფუნქციური კომპლექსის “ალიანს ჰაილაინი” მცხოვრებლებს, Wyndham Garden-ის აპარტამენტის მფლობელებს და სასტუმროს ვიზიტორებს,” აღნიშნავს აკაკი. მისი თქმით, სამცათამბჯენიანი კომპელქსის ყველაზე მაღალ კოშკში საცხოვრებელი ფართები განთავსდება, ორ შედარებით დაბალსართულიან კოშკებს კი Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები დაიკავებს. მეორე პროექტი, რომელსაც “ალიანს ჯგუფი” Wyndham Hotel Group-თან ერთად ახორციელბს “ალიანს რიზორთია”, სადაც სასტუმროების გიგანტს ევროპაში ყველაზე სწრაფად ზრდადი ბრენდი Ramada შემოყავს. მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი სასტუმრო ქსელი, რომელთანაც “ალიანს ჯგუფი” თანამშრომლობს Marriott International-ია. ქართველო დეველოპერი ბათუმში 41-სართულიან მულტფუნქციურ კომპლექსს “ალიანს პალასი” აშენებს, რომლის პირველ ხუთ სართულს სასტუმრო Courtyard by Marriott-ი დაიკავებს, ზედა სართულებზე კი პრემიუმ კლასის აპარტამენტები გამნთავსდება. როგორც სონგულია ამბობს, “ალიანს ჯგუფის” მიერ განვითარებული სასტუმროების მენეჯმენტს სასტუმროების მართვის შვეიცარიული წარმოშობის საერთაშორისო კომპანია SOPHOS Hotels SA უზრუნველყოფს. “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორის თქმით, ბოლო 12 წელიწადში კომპანიამ ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე $200 მილიონის ინვესტირება განახორციელა, მიმდინარე 3 პროექტში კი დამატებით $130 მილიონს აბანდებს.