საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები განაახლა, რომლის მიხედვით საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-დან 3.5%-მდე შეამცირა. ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4.5%-ით.
2016 წელს 2.4%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 98-ე იყო, ხოლო 2016 წლის პროგნოზის (3.5%) მიხედვით 75-ე პოზიციას იკავებს.
2016 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ნაურუში (10.4%) და ერაყში (10.1%) დაფიქსირდა. ყველაზე მეტად კი ვენესუელას (-18%) და სამხრეთ სუდანის (-13.8%) ეკონომიკა შემცირდა. 3.8%-ით შემცირდა აზერბაიჯანის ეკონომიკა, -0.2%-ით რუსეთის ეკონომიკა.
სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2017 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ლიბიაში (53.7%), მიანმარში (7.5%) და ეთიოპიაში (7.5%) იქნება. ყველაზე მეტად (-7.4%-ით) კი ვენესუელას ეკონომიკა შემცირდება. რუსეთის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება, ხოლო უკრაინის ეკონომიკა 2%-ით.
ცხრილი: ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნები 2016 წელს
| ქვეყანა | ეკონომიკური ზრდა, % |
1 | ნაურუ | 10.4 |
2 | ერაყი | 10.1 |
3 | ეთიოპია | 8.0 |
4 | უზბეკეთი | 7.8 |
5 | კოტ დიუარი | 7.5 |
6 | ისლანდია | 7.2 |
7 | კამბოჯა | 7.0 |
8 | ლაოსი | 6.9 |
9 | ბანგლადეში | 6.9 |
10 | ტაჯიკეთი | 6.9 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი