SES-ის 5 წლის იუბილე საქართველოში

SES-ის 5 წლის იუბილე საქართველოში

მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა, SES-მა, მოაწყო ღონისძიება პარტნიორებისა და მედიასაშუალებებისთვის “მე-5 გაზაფხული საქართველოში”  – რომელიც მიეძღვნა კომპანიის ხუთწლიან წარმატებულ საქმიანობას ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.   

ღონისძიება 2017 წლის 28 მარტს, თბილისში, “კაფე მუზეუმში” გაიმართა და მას წამყვანი მედიასაშუალებების, საკომუნიკაციო კომპანიებისა და სხვა ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება დაიწყო ოფიციალური გამოსვლებით, რასაც მოჰყვა საინტერესო გასართობი პროგრამა და პარტნიორებს შორის საქმიანი კონტაქტების გაცვლა.

ღონისძიება გაიხსნა SES-ისა და მაგთიკომის მაღალი თანამდებობის პირების ოფიციალური გამოსვლებით:  

  • ჰაკან სიოდინი, SES-ის რეგიონალური გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
  • ნიკოლოზ დავითაშვილი, მაგთიკომის კომერციული დირექტორი

ბნ.-მა სიოდინმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა კომპანიის მოკლე მიმოხილვა, მისი ძირითადი მამოძრავებელი სტიმულების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კომპანია SES-ის წარმომადგენლის, ბნ. სიოდინის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები შემდეგ საკითხებზე გაკეთდა:

  • SES ფლობს 65 თანამგზავრს, რომლებიც დედამიწისა და მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს ფარავს
  • SES ემსახურება 700-ზე მეტი სატელეკომუნიკაციო კომპანიას, მაუწყებელს, საწარმოს, მთავრობასა და დაწესებულებას 130-ზე მეტ ქვეყანაში
  • SES-ს გააჩნია 7.317 სატელევიზიო არხი, რომელთაგანაც 2,434 HD ფორმატისაა, ხოლო 34 – UHD ფორმატის
  • SES წარმოადგენს DTH პლატფორმის ნომერ პირველ მიმწოდებელს, რომელსაც აქვს წვდომა156 მლნ ტელემაყურებელ ოჯახზე
  • SES აგრძელებს HDR-ის (გაფართოებული დინამიური დიაპაზონი) განვითარებას Ultra HD ფაზა 2-ის ფარგლებში
  • UHD სატელევიზიო ბაზარი სწრაფად იცვლება და პროგნოზის თანახმად, 2018 წლისთვის UHD-ის მსოფლიო სატელევიზიო გაყიდვები 42%-ს შეადგენს
  • მსოფლიო მასშტაბით თანამგზავრით გადაცემული UHD არხების საერთო რაოდენობა 2025 წლისთვის 1000-ს გადააჭარბებს, რადგან მთავარი სპორტული ღონისძიებების სატელევიზიო ჩვენება გახდება ერთგვარი სტიმული მძაფრი შეგრძნებებისა და სამაყურებლო გამოცდილების გაუმჯობესებისათვის და გამოყენებულ იქნება ოპერატორების მიერ ამ გამოცდილების კიდევ უფრო მეტად განვითარებისათვის.  
  • UHD-ს საკითხში გათვითცნობიერება საქართველოში: UHD განვითარების გლობალური ტენდენცია ასევე თვალსაჩინოა საქართველოშიც.
  • თუკი 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 18%-მა იცოდა, თუ რა იყო UHD, მაგრამ არ გააჩნდა UHD ეკრანი, ხოლო 8%-მა იცოდა მის შესახებ და ფლობდა კიდეც ამგვარ ეკრანს, 2016 წელს ადგილი ჰქონდა მოსახლეობის ორივე კატეგორიის მკაფიო ზრდას. დღეისათვის მოსახლეობის 22%-მა იცის UHD ეკრანის შესახებ, ხოლო 15% კი უკვე ფლობს ამ ტიპის ეკრანებს. (წყარო: Satellite monitor YE’16, GfK)

SES-ის შესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ოთხი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის (ვიდეო, საწარმოები, მობილურობა და მთავრობა). ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და დაწესებულებებს, ისევე როგორც სხვადასხვა ბიზნესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, რომელსაც გააჩნია უდიდესი “პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობა”[4] (DTH) სატელევიზიო წვდომა ევროპაში და O3b ქსელები, გლობალური მართვადი მონაცემების საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი.