2016 წელს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 870 მლნ ლარით (15%-ით), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 358 მლნ დოლარით გაიზარდა. 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სულ 19 მილიარდი ლარის (ბანკთაშორისი სესხების გამოკლებით) სესხია გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 65.4%-ია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.5% იყო.
ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 119 მლნ ლარით (41%-ით) გაიზარდა და 412 მლნ ლარს მიაღწია. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.2%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. 2016 წლის პირველ იანვარს აღნიშნული მაჩვენებელი 1.8% იყო.
2016 წელს ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.2% პუნქტით შემცირდა და 18.2% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 1.6% პუნქტით შემცირდა და 8.7%-ს გაუტოლდა.