ივნისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 19%-ით შემცირდა

ივნისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 19%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 19%-ით (9.8 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა. ივნისში ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 41 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირში ექსპორტის შემცირება ბულგარეთში და ესპანეთში საქართველოს ექსპორტის 10 და 7 მლნ აშშ დოლარით შემცირებამ განაპირობა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა იტალიის და გერმანიის მიმართულებით, შესაბამისად 2.5 და 1.7 მლნ აშშ დოლარით.

დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 26%-ით (21 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა. ყველაზე დიდი შემცირება დაფიქსირდა სომხეთის (8.3 მლნ აშშ დოლარით) და უზბეკეთის (7 მლნ აშშ დოლარით) მიმართულებით. 4.6 მლნ დოლარით შემცირდა ექსპორტი აზერბაიჯანის მიმართულებით.