ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 116-ეა

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 116-ეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურმა შემოსავალმა 3 789 დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოს მსოფლიოში 116-ე ადგილი უჭირავს. ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით კი, 2015 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 9 630 დოლარი იყო, რითაც მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში 108 ადგილზე ვართ (გასულ წელსაც 108-ზე ვიყავით).

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP) ყველაზე მაღალი ყატარაშია – 132 000 დოლარი, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 99 000 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 630 დოლარით. ბოლოდან მეორეზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 770 დოლარით.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სურათია: რუსეთი – 25 400 დოლარი, თურქეთი – 20 400 დოლარი, აზერბაიჯანი – 18 000 დოალრი, სომხეთი – 8 470 დოლარი, უკრაინა – 7 520 დოლარი.

ცხრილი – ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2015 წელს:

 

ქვეყანა

დოლარი

1

ყატარი

132099

2

ლუქსემბურგი

98987

3

მაკაუ

98135

4

სინგაპური

85253

5

ბრუნეი

79587

6

კუვეიტი

70166

7

ნორვეგია

68430

8

არაბთა გაერთ. ემირატები

67617

9

სან მარინო

63104

10

შვეიცარია

58551