ხმის ჩამწერი კომპანიები Universal Music Group, Sony Music და Warner Music უახლოეს მომავალში დაიწყებენ YouTube-თან მოლაპარაკებებს სალიცენზიო ხელშეკრულებების განახლებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ არასაკმარის თანხებს იღებენ მათი კონტენტისთვის, რომელიც YouTube-ზეა ხელმისაწვდომი.
“ჩვენ ცენტებს გამოვიმუშავებთ რეკლამიდან”, – ჩივის ერთ-ერთი მუსიკალური კომპანიის ტოპ-მენეჯერი. მისი სიტყვებით, სიტუაცია ვერც გასულ წელს შემოღებულმა YouTube Red-ის ფასიანმა გამოწერებმა გააუმჯობესა.