საქსტატის ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წლისათვის უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოდან 434 სტუდენტი წავიდა, ხოლო საქართველოში სასწავლებლად 4780 უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი სტუდენტი – 92 გერმანიაში წავიდა სასწავლებლად, მეორე ადგილზეა პოლონეთი 52 სტუდენტით, მესამეზე ესტონეთი 31 სტუდენტით.
2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ უცხოელ სტუდენტთა შორის ყველაზე მეტი სტუდენტი – 1372 აზერბაიჯანელია, მეორე ადგილზეა ინდოეთი 1104 სტუდენტით, მესამეზე ერაყი 657 სტუდენტით.
ქვეყანა | 2014-2015 სასწავლო წელს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა |
გერმანია | 92 |
პოლონეთი | 52 |
ესტონეთი | 31 |
თურქეთი | 28 |
ლიტვა | 26 |
ლატვია | 22 |
ესპანეთი | 16 |
იტალია | 15 |
რუმინეთი | 14 |
პორტუგალია | 13 |
ქვეყანა | უცხოელი სტუდენტების რაოდენობა |
აზერბაიჯანი | 1372 |
ინდოეთი | 1104 |
ერაყი | 657 |
თურქეთი | 492 |
ნიგერი | 335 |
შრი-ლანკა | 219 |
რუსეთი | 157 |
ნიგერია | 143 |
ირანი | 39 |
აშშ | 25 |