Global Finance: თიბისის ბიზნეს აპი ევროპაში საუკეთესოა

Global Finance: თიბისის ბიზნეს აპი ევროპაში საუკეთესოა

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ, Global Finance თიბისის კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დაასახელა. ბიზნეს აპში, როგორც პროდუქტული ასევე სერვისული ხასიათის  სიახლეების დანერგვა გასულ წელს დაიწყო; მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისათვის და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების მიზნით ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, რამაც განაპირობა აპლიკაციის ასეთი წარმატება.

თიბისიმ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. კომპანიის მენეჯერებს აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ მართონ ბიზნესი და თვალი ადევნონ ფინანსურ ოპერაციებს.  აპლიკაციაში დანერგილია ისეთი ფუნქციები, რაც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს და თანხვედრაშია თიბისის სტრატეგიასთან გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.

ამას გარდა წელს Global Finance -სგან თიბისიმ კიდევ რამდენიმე ჯილდო მიიღო: თიბისი აღიარეს  ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკად და საუკეთესო ინტეგრირებულ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე თიბისი დასახელდა საუკეთესო ონლაინ პორტალად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance“ 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში.  Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.