რიტეილ ბაზრის ლიდერები საქართველოში შემოსავლებისა და აქტივების მიხედვით

რიტეილ ბაზრის ლიდერები საქართველოში შემოსავლებისა და აქტივების მიხედვით

რიტეილის სფეროს რეიტინგში პირველ ადგილს შემოსავლებისა და აქტივების მიხედვით, “პსპ ფარმა” იკავებს. მეორე ადგილას კი “ჯიპისია”. შესაბამისი რეიტინგი Forbes Georgia-მ საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანია “ებიტ ჯგუფთან” პარტნიორობით მოამზადა.

რეიტინგი რამდენიმე კრიტერიუმის – კომპანიების მთლიანი შემოსავლის, წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის მიხედვით შემდგარ ინდექსს ეფუძნება. რეიტინგში სურსათითა და ძირითადი მოხმარების პროდუქტებით, ასევე ფარმაცევტული ნაწარმით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლითა და აქსესუარებით, ასევე სარემონტო მასალებით მოვაჭრე კომპანიები არიან შესული. რეიტინგი არ მოიცავს ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიებსა და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიებს.

შემუშავებული რეიტინგის მიხედვით პირველ ათეულში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები:

აღსანიშნავია, რომ კომპანიების შეფასებისთვის გამოყენებულია Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული 2017 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებები. გამონაკლის შემთხვევაში, კომპანიის შეფასებისთვის აღებულია არა ინდივიდუალური, არამედ კონსოლიდირებული ანგარიშგება. წარმოდგენილი რეიტინგი ეფუძნება კომპანიების მიერ 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს. მონაცემები აღებულია იმგვარად, როგორც წარდგენილია კომპანიის მიერ მის ანგარიშგებაში, მიუხედავად იმისა, როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და დაეთანხმნენ თუ არა აუდიტორები წარდგენილ მონაცემებს.