უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ Activision Blizzard-ში $1 მილიარდი დააბანდა

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ Activision Blizzard-ში $1 მილიარდი დააბანდა

გასულ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, უორენ ბაფეტის კერძო კაპიტალის კომპანია, Berkshire Hathaway-ი, ვიდეოთამაშების მწარმოებლის, Activision Blizzard-ის $975 მილიონად შეფასებულ 14.7 მილიონ აქციას ფლობდა – გამოდის, რომ ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა კომპანიის აქციები მანამ იყიდა, სანამ მას Microsoft-ი რეკორდულ $68.7 მილიარდად შეიძენდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ამ ინვესტიციამ გაამართლა: იმ დღეს, როცა Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, კომპანიის აქციის ფასმა 26%-ით იმატა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, 2021 წლის ბოლოდან, ის 23%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, ეს ინვესტიცია უშუალოდ უორენ ბაფეტმა განახორციელა თუ – არა, მაგრამ ამგვარი ტრანზაქცია გასაკვირი სულაც არ არის, რადგან უორენ ბაფეტი და Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი დიდი ხნის მეგობრები არიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *