Alibaba უახლოეს 4 წელიწადში ტრანზაქციების გაორმაგებას გეგმავს

Alibaba უახლოეს 4 წელიწადში ტრანზაქციების გაორმაგებას გეგმავს

ჩინური ონლაინ-რითეილერი, Alibaba უახლოეს 4 წელიწადში ტრანზაქციების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს. წელს ჩინეთის ონლაინ-ვაჭრობის აბსოლუტური ლიდერი საერთო ბრუნვის გაზრდას 3 ტრილიონ იუანამდე (450 მილიარდ დოლარამდე) აპირებს, ხოლო 2020 წლისთვის გეგმა 6 ტრილიონი იუანია.

ინვესტორთა კონფერენციაზე Alibaba-ს დამფუძნებელმა და მოქმედმა აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ჯეკ მამ განაცხადა, რომ 2036 წლისთვის, მისი კომპანის კლიენტების რაოდენობა დღეს არსებული 423 მილიონიდან 2 მილიარდამდე გაიზრდება.