Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-მა ელექტრომობილების გუნდ Special Projects Group-ის მუშაობა შეაჩერა. კომპანიის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ Tesla-სთან კონკურენციისთვის ელექტრომობილების წარმოების ამბიციური მრავალწლიანი გეგმაც შეჩერებულია.
პროგრამაში ათასობით პირი იყო დასაქმებული. თუმცა გუნდი არასდროს იყო თანხვდენილი Apple-ის ძირითად ბიზნესთან, რაც აჩენდა კითხვებს იმის შესახებ, თუ სად აპირებდა Apple-ი ავტომობილების წარმოებას.
Apple-ის ამბიციების შესახებ პირველად ცნობილი 2014 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიამ ავტომწარმოებლებისგან საავტომობილო ინჟინრებისა და სხვა ტალანტების გადმობირება დაიწყო. თავდაპირველი გეგმით, Apple-ი სრულად თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებდა.
Apple-ის ელექტრომობილების გუნდში, წლების განმავლობაში, რამდენიმე რეორგანიზაცია განხორციელდა. მათ შორის, 2019 წლის გათავისუფლებების სერია, რომელთა დროსაც თანამშრომლები კომპანიის სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. Bloomberg-ის ცნობით, დასაქმებულთა ნაწილი Apple-მა შესაძლოა გენერაციულ ხელოვნური ინტელექტის გუნდში გადაიყვანოს.
Apple-ს ავტომობილებთან დაკავშირებული სხვა პროექტებიც აქვს. მათ შორის CarPlay-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც, კომპანიის მონაცემებით, ახალი მანქანების 80%-ზე მეტშია დაინსტალირებული.
ელექტრომობილის გამოშვების გეგმაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია ტიმ კუკსაც. Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი პროექტს „ავტონომიურ სისტემებზე“ მუშაობად მოიხსენიებდა. შედეგად, კომპანიის მხრიდან ავტომიმართულებით დახარჯული თანხის მოცულობაც უცნობია. მთლიანობაში Apple-მა 2023 წელს კვლევასა და განვითარებაზე $30 მილიარდი დახარჯა – 14%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით.