2016 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 242 მილიონი ლარით გაიზარდა. 2015 წლის აპრილთან შედარებით, 2016 წლის აპრილში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 142 მილიონი ლარითაა შემცირებული.
უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 2016 წლის აპრილში 156 მილიონი დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი 929 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 70.5% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 66.3% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 11 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2016 წლის პირველი მაისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.5%-ია, ერთი წლის წინ 4.4% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.7%-ია, ერთი წლის წინ 7.4% იყო.
ლარში განთავსებული დეპოზიტები, მილიონ ლარებში: