აპრილში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.2 პროცენტით გაიაფდა

აპრილში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.2 პროცენტით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.5%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 27%-ით არის გაზრდილი.

აპრილში ფასების შემცირება ძირითადად რძის პროდუქტების, კვერცხის და ტანსაცმლის გაიაფებამ განაპირობა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (5.6%-ით) გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 2.9%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 2.1%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4.1%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4.4%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *