2018 წლის აპრილში წინა თვესთან, მარტთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 32 მილიონი დოლარით (1.1%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 295 მილიონი დოლარით (11.6%-ით) არის გაზრდილი.
2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.3 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 497 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 აპრილს არსებული რეზერვების მოცულობა 47 მილიონი აშშ დოლარით (1.6%-ით) ჩამორჩება.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი