ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 102.7%-ით შესრულდა. დაგეგმილი იყო 1780 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავლის მიღება, ფაქტიურმა შესრულებამ კი 48.5 მილიონით მეტი, 1828 მილიონი ლარი შეადგინდა.
ბიუჯეტის პირველი კვარტლის მთლიანმა გადასახდელებმა 2096 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 96.9%-ია.
პირველ კვარტალში დაგეგმილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის 36 მილიონი ლარით ზრდა, მაგრამ ხარჯების ნაწილში ჩამორჩენის და შემოსავლებს გადაჭარბებით შესრულების გამო ნაშთი 209 მილიონი ლარით გაიზარდა.