სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან (იანვართან) შედარებით 0.05%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის თებერვალთან შედარებით 3.3%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე – 0.06% პუნქტით აისახა. ფასები 1.7%-ით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა ლითონის მადნებზე და სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქციაზე (1.9%).
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 4%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.5%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (5.1%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.1%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით