სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით 2%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის სექტემბერთან შედარებით 13.4%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 39%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 13.7%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 8%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 56%-ით, რეზინისა და პლასტმასის წარმოება 6.1%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 9.2%-ით. ტყავის და ტყავის ნაწარმის წარმოება 13.4%-ით გაიაფდა. 3.5%-ით გაიაფდა მერქნის და მერქნის ნაწარმის წარმოება.