დანია პენსიაზე ვადამდელ გამსვლელებს დააფინანსებს

დანია პენსიაზე ვადამდელ გამსვლელებს დააფინანსებს

დანიის სახელმწიფო პენსიაზე ვადაზე ადრე გამსვლელების დაფინანსებას ფისკალურ ინდუსტრიაზე  დამატებითი გადასახადების შემოტანით გეგმავს. ინიციატივამ ოპოზიციური პარტიებისგანაც მოწონება მიიღო. 

მრავალი გარიგების და მოლაპარაკების შედეგად, დანიის პარლამენტის წევრთა უმრავლესობა საპენსიო უფლებების გასაძლიერებლად ფინანსურ სექტორზე $318 მილიონის ოდენობის წლიური გადასახადების დაწესებას ემხრობა.

ფინანსთა მინისტრის მორტენ ბოდსკოვის თქმით, სექტორმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდობით მოგება ნახა. აქედან გამომდინარე, ეს დანამატიც სრულიად შესაბამისია. 

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი შემდეგ თვესაც პარლამენტში საკმარის ხმებს მიიღებს, 2022 წლიდან, დანიის 41,000 მოქალაქე პენსიაზე ვადამდელი (1-3 წლით ადრე)  გასვლით ისარგებლებენ. 

თავად დანიის ფინანსური ინდუსტრია მკაცრად ეწინააღმდეგება აღნიშნულ გეგმას და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მომხმარებლებისთვის გაზრდის გადასახადებს ნიშნავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *