დღეს,12 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.6258-ის დონეზე განსაზღვრა, რაც ბოლო ერთ დღეში 4 თეთრიან გამყარებას ნიშნავს. ევროს მიმართ ლარის ოფიციალური კურსი 3.0916-ის დონეზე განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ ლარი ევროს მიმართ 5.5 თეთრით გამყარდა.
დღეს ბლუმბერგის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.59-მდე შემცირდა, როცა დილით 2.67 იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ ლარის არაოფიცალური კურსი 8 თეთრით გამყარდა.
დღეს ლარი თურქული ლირას და რუსული რუბლის მიმართაც გამყარდა, ლირას მიმართ 1 თეთრით, ხოლო რუბლის მიმართ 4 თეთრით.
გრაფიკი: ლარის კურსი მერყეობა 12 დეკემებრს