დღეს, 9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტის დონეზე დატოვა. ბანკის ინფორმაციით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა დადებითად აისახება ინფლაციური მოლოდინების ეტაპობრივ შემცირებაზე. პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2016 წლის პირველი კვარტალის შემდგომ ინფლაცია შემცირდება, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.
ბოლო ერთ წელიწადში რეფინანსირების განაკვეთი 4% პუნქტით გაიზარდა, რამაც ასახვა ჰპოვა ლარში განხორციელებული სესხების განაკვეთზე, თებერვალში საშუალო წლიურმა განაკვეთმა 22%-ს მიაღწია.
ეროვნული ბანკის მონეტარული საბჭო რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებულ მომავალ შეხვედრას 27 აპრილს გამართავს.