ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5 პროცენტამდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5 პროცენტამდე გაზარდა

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის გამო ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი (მონიტარული პოლიტიკის განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ახალმა საპროცენტო განაკვეთმა 5% შეადგინა.

ეს ნიშნავს, რომ მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს, სესხის მომსახურების საფასური გაუძვირდება.

„არსებული ინფლაციური ფონიდან და ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციიდან გამომდინარე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა თუ მთავრობის მხრიდანაც უფრო აქტიური ქმედებები არ იქნება ლარის გაუფასურების წინააღმდეგ და ეკონომიკური ზრდის ასამაღლებლად, სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება. აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და პრივატიზაციის დაჩქარება, რაც ორი თვის წინ თავად განაცხადეს მთავრობის წევრებმა, მაგრამ ხარჯების შემცირება გადაიფიქრეს, ხოლო პრივატიზაცია დაპირებული ტემპით არ მიდის“ – აცხადებს ბესო ნამჩავაძე, ეკონომისტი.