2018 წლის ივლისში, წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 554 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 6 მლნ დოლარით, ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 198 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, ივლისის ბოლოს, საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 60.8% შეადგინა. ივნისის ბოლოს დოლარიზაცია 61.5%, ხოლო ერთი წლის წინ 64.4% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 13.3 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.6 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.
2017 წლის პირველ აგვისტოსთან შედარებით, 2018 წლის პირველ აგვისტოს ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.5 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 451 მლნ დოლარით.
2018 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.8%-ია, ერთი წლის წინ 2.7% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია, ერთი წლის წინაც 7.8% იყო.
ლარში განთავსებული დეპოზიტების ტენდენცია, მილიარდი ლარი: