სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან (მარტთან) შედარებით 0.1%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის აპრილთან შედარებით 7.8%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 45%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე – 0.06% პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია კვების პროდუქტების და სასმელების წარმოებაზე (-1%).
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 6.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5.1%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (19.7%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 13.2%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით