ევროპული ქვეყნები სირიას ეხმარებიან

ევროპული ქვეყნები სირიას ეხმარებიან

იტალია სირიისათვის 3 წლის განმავლობაში 400 მილიონი დოლარის გამოყოფას უზრუნველყოფს. Rai News-ის ინფორმაციით დასახელებული თანხიდან 150  მილიონი დოლარი თავისუფალი დახმარება იქნება, 200 მილიონი დოლარი შეღავათიანი კრედიტის სახით  გაიცემა და 50 მილიონი დოლარი იორდანიიის და ლიბანის მიმართ დავალიანების ფორმით გაიცემა. ცოტა ხნით ადრე მზაობა 2,3 მილიორდი ევროს გამოყოფაზე, გერმანიამ დააფიქსირა.

სირიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს ბრიტანეთმა და ნორვეგიამაც. ნორვეგია მზად არის 2020 წლისათვის სირიაში 1,17 მილიარდი დოლარი ფინანსური დახმარება გაიღოს, ბრიტანეთის შეთავაზება – 890 მილიონი დოლარია.  ამდენად,  საერთო ჯამში ევროპული ქვეყნები მზად არიან სირიას დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი გადაურიცხონ.