ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დაკავებულ თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს და მონაწილეობას ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს. ბელგიელ პოლიტიკოსს მანდატი ნოემბრამდე აქვს, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მან პოზიცია ვადაზე ადრე უნდა დატოვოს.
ევროპული საბჭოს შემდეგი პრეზიდენტი უმრავლესობის წესით ევროკავშირის 27-მა ლიდერმა უნდა აირჩიოს. შესაბამის კანდიდატზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაიკავებს. უნგრეთს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობა როტაციული პრინციპით ერგება.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. მანამდე კი ის ბელგიის პრემიერ-მინისტრი გახლდათ.
ევროპული სახელმწიფოების ლიდერების წინაშე ახლა კიდევ ერთი ამოცანა დგას. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საერთო კანდიდატზე შეთანხმება უნდა შეძლონ თუკი სურთ, რომ ეს თანამდებობა ევროპაში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე ვიქტორ ორბანმა არ დაიკავოს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანმა გასული წლის ბოლოს უკრაინისათვის განკუთვნილი ევროკავშირის დახმარების $55-მილიარდიანი პაკეტი დაბლოკა.