სოციალურმა ქსელმა, Facebook-მა, საკუთარ მომხმარებლებს წარუდგინა ახალი დიზაინი, რომელსაც მარკ ცუკერბერგმა მსოფლიოში საუკეთესო პერსონალური გაზეთი უწოდა. სიახლები წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით:
გაზრდილი ზომის ვიზუალი
მარკ ცუკერბერგის განცხადებით, სიახლეების 50% წარმოადგენს ფოტომასალების რესურსს, რომელიც ყველაზე მეტად იქცევს სოციალური ქსელის საზოგადოების ყურადღებას. ცვლილებების მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოების ინტერესი გახდა, რომლის გათვალისწინებითაც ფოტომასალა სიახლეების დაფაზე ახალი ვიზუალით გამოჩნდება. ვიზუალი გახდება უფრო დიდი ზომის და საზოგადოების მეტ ყურადღებას მიიქცევს. გაზრდილი ვიზუალი ასევე გაამარტივებს მომხმარებლის მიერ დახარჯული დროის შემცირების საკითხს, რადგან ხშირად ფოტოები იმდენად მცირე ზომის ჩანდა, რომ მომხმარებლებს უხდებოდათ მათი გადიდება უკეთესად დათვალიერების მიზნით და მერე მათი უკან, მთავარ გვერდზე დაბრუნება. ასევე აღნიშნული ცვლილება გაზრდის მარკეტინგულ ეფექტს მომსახურების ან პროდუქტების წარსადგენად.
თქვენი ფოტო გამოჩნდება მთლიანად სიახლეების სივრცეში
საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია იყო თქვენი საკუთარი ფოტო (Cover Photo), მაგრამ აღნიშნული ცვლილების შემდეგ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. მისი დაფიქსირება მოხდება მთლიანად სიახლეების სივრცეში. მისი მნიშვნელობა იზრდება და იზრდება თქვენი პოზიციონირების საშუალება უფრო მეტი კონტექსტით.
კატეგორიზაცია ინტერესების მიხედვით
მნიშვნელოვანი სიახლე იასევე ეხება ინფორმაციის ასახვას. ინფორმაცია აისახება, როგორც ძველ ვერსიაში ძირითად ველზე, ასევე მისი კატეგორიების მიხედვით არჩევა შესაძლებელია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მიხედვით: მეგობრები, სურათები, ფოტეოები (Friends Feed, a Music Feed, a Photos Fაღნიშნული სიახლეები შეეხება, როგორც კომპიუტერულ ასევე „ტაბლეტებს” და მობილური ტელეფონების Facebook-გვერდებს და აპლიკაციებს.eed) და ა.შ.
აღნიშნული სიახლეები შეეხება, როგორც კომპიუტერულ ასევე „ტაბლეტებს” და მობილური ტელეფონების Facebook-გვერდებს და აპლიკაციებს.
რა შესაძლებლობებს გვაძლევს ახალი კონცეფცია
Facebook-ის ახალი დიზაინი ახალ შესაძლებლობას იძლევა ჩვენი მეგობრებიდან და ბრენდებისგან უფრო შთამბეჭდავი სურათების, ტექსტის, რუკების, მოვლენების და ვიდეო მასალის გაზიარებისა.
როგორც კვლევები აჩვენებს სოციალურ ქსელებში ვიზუალური მხარე ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ცვილელების შედეგად გაიზრდება ბრენდებისთვის მათი საინტერესო ვიაზუალური მასალებიდან კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალება. ვიაზუალური მასალის მომზადებაზე და მის გავლენაზე ალაბათ ახალი სტანდარტების შემუშავება გახდება საჭირო, რადგან წინა ვერსიისგან განსხვავებით გავლენა რამენიმე ხარისხით იზრდება.
როგორც ჩვენს მიერ ჩატარებილი კვლევები აჩვენებდა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლების მიერ ზოგიერთ ინფორმაციაზე ვიზუალური ფილტრის ჩართვის ეფექტი, როდესაც გარკვეულ ინფორმაციას ისე ათვალიერებდნენ, რომ ვერც კი ამჩნევდნენ. ეს ერთგვარ დაცვას წარმოადგენდა ზედმეტი არასაინტერესო ინფორმაციიდან თავის დასაცავად. ახალი გაზრდილი ზომის ვიზუალი ალბათ დროებით, მაგრამ მაინც გამორთავს ვირტუალურ ფილტერბს.
ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ფოტოს (Cover Photo) სწორი არჩევანი, რადგან რამდენჯერაც თქვენ დაუმეგობრდებით თუ მოიწონებთ ვინმეს გვერდს, თქვენი გვერდის შესახებ მეტი ინფორმაცია განთავსდება სიახლეების სივრცეში. შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ პირადი გვერდის ვიზუალი იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი და შეესაბამებოდეს თქვენი ბრენდის შინაარსს.